Privacy Policy / უსაფრთხოების პოლიტიკა
უსაფრთხოების პოლიტიკა
მიზანი
უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს „coolgadget.ge”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ.
წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „ქულ გაჯეტის” მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შპს „ქულ გაჯეტის” მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (უსაფრთხოების პოლიტიკა) წარმოადგენს coolgadget.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინების განმარტება
- საიტი – ვებგვერდი coolgadget.ge.
- კომპანია – ვებგვერდის coolgadget.ge-ის მფლობელი კომპანია, შპს „ქულ გაჯეტი” (ს/კ: 406489303).
- პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
- მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
- მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
- მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
შპს „ქულ გაჯეტი” მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
გაგაცნობთ პერსონალურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით coolgadget.ge-ის დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც საიტი მოიპოვებს მომსახურების გაწევის პერიოდში და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის.
საიტზე რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემები
- სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი – საიტზე ავტორიზაციისათვის.
- სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი – მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და საჭიროების შემთხვევაში მასთან დაკავშირებისათვის.
- ქალაქი და მისამართი – პროდუქტის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
არასრულწლოვანი პირები
ვებგვერდის სერვისები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
თუ გახდება ცნობილი, რომ მონაცემები მოწოდებულია არასრულწლოვანი პირის მიერ, კომპანია იტოვებს უფლებას არ გაითვალისწინოს აღნიშნული ინფორმაცია.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია მომსახურების მიღების მიზნით, ასევე აცნობოს მონაცემებში ცვლილებების შესახებ.
ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი
- მომხმარებლის თანხმობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
- კანონიერი ინტერესები;
- კანონიერი მოვალეობა;
- რეგულაციებთან შესაბამისობა.
ინფორმაციის გავრცელება
შპს „ქულ გაჯეტი” მომხმარებლის ნებართვის გარეშე არ უზიარებს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელს გაუგზავნოს ინფორმაცია შეკვეთის სტატუსის, სიახლეების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ.
ვის შეიძლება გაეზიაროს მონაცემები
პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ან პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის შერჩეული პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებას, იმ პირობით, რომ მონაცემები დაცული იქნება უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
Cookies
Cookies წარმოადგენს ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე და გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციონალის გაუმჯობესების მიზნით.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
მომხმარებლის მონაცემები დაცულია პაროლითა და ავტორიზაციის მექანიზმებით. კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს კანონით დადგენილ შემთხვევებში.
მონაცემთა შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს არაუმეტეს 10 წლის ვადით, კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისთვის.
ცვლილებები პოლიტიკაში
კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს განაახლოს უსაფრთხოების პოლიტიკა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამავე გვერდზე.
თქვენი თანხმობა
ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკას.
კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: sales@coolgadget.ge
ინფორმაცია განახლებულია: 20.01.2026